პარლამენტში „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელებენ
პარლამენტში „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელებენ
13:44 24.05.2012
კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კამპანიის მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ეს შენ გეხებადან“ აცნობეს, საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილისა და კანონპროექტთა ავტორების შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.


ბეჭდვა