პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი კომპანია „სილქნეტის“ ადგილობრივ ხელმძღვანელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, 20 მაისს,
დედოფლისწყაროს „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა ლესელიძის ქუჩის ინტერნეტის ქსელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოტივით ჩაჭრეს.
ვითარების გარკვევა „თავისუფალი საქარველოს“ ორგანიზაციამ ადგილობრივი „სილქნეტის“ განყოფილების უფროსთან რევაზ კიკაბიძესთან სცადა, თუმცა, მათი ინფორმაციით, კიკაბიძემ შეურაცხყოფა მიაყენა.
„სარემონტო სამუშაოების“ დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელის გარდა, ლესელიძის ქუჩის ყველა აბონენტს ინტერნეტი ჩაერთო“ - აცხადებს თამილა გურაშვილმა.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.
პარტიის წევრები ადგილობრივ სამართალდამცავებს აღნიშნული ფაქტის შეფასებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, საპროტესტო აქციას გამართავენ.
