ბიზნესდაჯილდოება "მერკური 2012"-ს ოთხი ახალი ნომინაცია დაემატება.
ამის შესახებ საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ "მერკური 2012"-ის გახსნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესდაჯილდოების ახალი ნომინაციებია - წლის უცხოელი ინვესტორი, წლის ქართველი ინვესტორი, წლის ტურისტული კომპანია და წლის ინვესტორი კომპანია.
"მერკური 2012" გამარჯვებულებს 18 ნომინაციაში გამოავლენს. ეროვნული ბიზნესდაჯილდოება "მერკური" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება. დაჯილდოების ცერემონიალი მაისის პირველ ნახევარში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ახალ პავილიონში გაიმართება.
