თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად დღეიდან, 26 მაისის ჩათვლით, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დილიდან მოძრაობა გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე, სადაც სამრეწველო აღლუმის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაობი მიმდინაროებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედანზე მხოლოდ წრიული მოძრაობით, ასევე ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის ქუჩიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით.
26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოფენა - „ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება 250-ზე მეტი საწარმოს პროდუქცია.
მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამრეწველო აღლუმი ქართული ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისელებისთვის ქართული ნაწარმის გამოფენა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით 26 მაისის ჩათვლით, ასევე გადაკეტილია მარჯანიშვილის მოედანი.
