საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიასა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
მათივე ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განხილეს.
