ცაგარეიშვილი - არ ვარ ის პიროვნება, რომ ბრძანებით ან ზეწოლით აზრი შევიცვალო, როგორც ეს „ქრისტიან–დემოკარტებმა“ გააკეთეს
ცაგარეიშვილი - არ ვარ ის პიროვნება, რომ ბრძანებით ან ზეწოლით აზრი შევიცვალო, როგორც ეს „ქრისტიან–დემოკარტებმა“ გააკეთეს
17:24 23.05.2012
ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს დამოუკიდებლობასთან კავშირი არ აქვს და ის სააკაშვილის განდიდებას ეძღვნება - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცახდა.
მისი თქმით, ამ პროცესში პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მონაწილეობას არ მიიღებს.
„არც მე და არც ფრაქციის წევრებს არ გვაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღოთ სააკაშვილის PR აქციაში. ამასთანავე, არ ვარ ის პიროვნება, რომ სააკაშვილის ან ნაციონალების ბრძანებით და ზეწოლით აზრი შევიცვალო, როგორც ეს „ქრისტიან–დემოკარტებმა“ გააკეთეს“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ის რაც ქუთაისში ხდება მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა - მიმდინარეობს ახალი შენობის ირგვლივ ტერიტორიის მოწყობა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, დეპუტატის თქმით, კვლავ ყველაფერი დაიშლება და მშენებლობა გაგრძელდება.
„ქუთაისელებს პური სჭირდებათ და არა ტანკები და ტაკიმასხარაობა“ – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობაში საზეიმო სხდომა ჩატარდება.

ბეჭდვა