საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით,
ივანიშვილის კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანში მოხდება.
"ესენი არიან ადამიანები თავის წინააღმდეგობრივი წარსულითა და ურთიერთდამოკიდებულებით, კონგლომერატით რომელთაც პოლიტიკის წარმოების არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ. თუკი ჰიპოთეტურად დავუშვებთ ამ კალეიდოსკოპს ხელისუფლებაში, მივიღებთ არა იმ ზოგადი ოცნებების ასრულებას რომ სურთ ყველაზე კარგი დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და თვითმმართველობა, არამედ, ძლივს დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან ზოგს სურვილი არ აქვს და ზოგს უნარი შეერბრძოლოს ამ ქვეყნის მთავარ "წყლულებს" - რუსულ აგრესიას, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშულს.
"ეს სამი უზარმაზარი ვეშაპი შთანთქავდა საქართველოს. ამ ვეშაპების მოთოკვა მოხერხდა მაგრამ მცირე დრო არის გასული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ამ ვეშაპების სიკვდილზე. ვეშაპები ისევ დააფჩენენ პირს, როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში ასეთ კალეიდოსკოპს წარმომოვდგიენთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს კალეიდოსკოპი ხელისუფლებაში ვერ მოვა. მათი რეიტინგი იმის საშუალებს იძლევა, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ და ოპოზიციაში იყვნენ. ხელისულებაში ისინი ვერ მოვლენ მაგრამ პარლამენტში დესტრუქციულ როლს შეასრულებენ" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.
დღეს სასტუმრო "რედისონში" პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია შედგა.
