„ქართული ოცნების“ წევრები ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ
„ქართული ოცნების“ წევრები ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ
16:31 23.05.2012
პოლიტიკური კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, ახალგაზრდული მოძრაობის წევრებთან ერთად, ელიავას ბაზრობას ესტუმრა და მოვაჭრეებს 27 მაისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
დავითაშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ხელისუფლების საგადასახადო წნეხი სწორედ აღნიშნულ ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს აწევთ ტვირთად და არსებული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება მათ ინტერესებშიც შედის.
„იმედი მაქვს, რომ 27-ში ბევრი ხალხი მოვა. აქ ხალხს ისევე, როგორც მთელ საქართველოში გადასახადების, დასაქმების, თავისუფლების საკითხი აწუხებს. ჩვენ შევძლებთ, რომ 27-ში ერთად დავიწყოთ და ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
27 მაისს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციაა დაგეგმილი.

ბეჭდვა