პარლამენტის საზეიმო სხდომა ქუთაისში 26 მაისს დღის მეორე ნახევარში დაიწყება
პარლამენტის საზეიმო სხდომა ქუთაისში 26 მაისს დღის მეორე ნახევარში დაიწყება
16:10 23.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პარლამენტის საზეიმო სხდომა ქუთაისში 26 მაისს, სავარუდოდ, 17:00 საათზე გაიხსნება.

წინასწარი მონაცემებით, სხდომაზე დაგეგმილია პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა, რომელიც დაახლოებით 25 წუთი გაგრძელდება.

ამასთანავე, წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, პარლამენტის ახალი შენობის წინ სამხედრო აღლუმი, სავარუდოდ, 18.00 საათზე დაიწყება.



ბეჭდვა