ბაღათურია – სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს
ბაღათურია – სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს
15:00 23.05.2012
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უპასუხისმგებლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ იგი პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაჩერებლად ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.

„პრეზიდენტი უპასუხისმგებლო კაცია, ამიტომ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს“ – განაცხადა დეპუტატმა.

ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას ბაღათურიამ აღნიშნა, რომ მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ბიძინა ივანიშვილმა კი, გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს და სააკაშვილს მოუწოდა მას ხელი არ მოაწეროს.


ბეჭდვა