ჯონდი ბაღათურია ქუთაისში პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
ჯონდი ბაღათურია ქუთაისში პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
14:04 23.05.2012
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობას პრეზიდენტის კაპრიზს უწოდებს და არ აპირებს უმაღლესი საკანონომდებლო ორგანოს 26 მაისის საზეიმო სხდომაში მონაწილეობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება და პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.

„არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას იმიტომ, რომ ეს სხდომა არ არის, ეს სააკაშვილის ბრიყვული კაპრიზია, რომელიც სახელმწიფოს დამატებით ათობით მილიონი დაუჯდა“ – განუცხადა „ნიუსპრესს“ ბაღათურიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. 26 მაისისთვის სხდომათა დარბაზი იქნება მზად.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პარლამენტის მშენებლობა 134 მლნ ლარი დაჯდა.

ბეჭდვა