აშშ-ში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლოს ანჯელესის მერს ანტონიო ვილარაიგოსას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო პირობებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა რეიგანის ცენტრში და რამდენიმე შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
