პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები თბილისის ზღვაზე მდებარე სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
ელისო ჩაფიძე და გურამ ოდიშარია დევნილებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე ესაუბრნენ. კოალიციის ლიდერები დევნილებს დაპირდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი პრობლემები ინდივიდუალურად განიხილება.
„ბიძინა ივანიშვილისგან ვიცი ცალსახად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის აპირებს თითოეული დევნილის პრობლემა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს. მათ მოექცევიან, როგორც ღირსეულ ადამიანებს“- აღნიშნა ჩაფიძემ.
გარდა ამისა, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელი დღეს თერჯოლაში ჩავიდა და საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები გააცნო.
შეხვედრას თეა წულუკიანი, გუბაზ სანიკიძე, ზაზა გოგსაძე, გია ცაგარეიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე დაესწრნენ.
