პარიზში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიღებს მონაწილეობას.
ის კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მოხსენებით გამოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან“ აცნობეს, სამეცნიერო კონფერენცია 4 დღე გაგრძელდება.
დავითაია პარიზში ევროპის საბჭოს იურიდიული კომიტეტის სხდომას დაესწრო.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი საფრანგეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით 3 დღის წინ გაემგზავრა და საქართველოში 27 მაისს დაბრუნდება.
