მმართველი გუნდი ივანიშვილის განცხადებას არასერიოზულ ნაბიჯს უწოდებს
მმართველი გუნდი ივანიშვილის განცხადებას არასერიოზულ ნაბიჯს უწოდებს
19:35 22.05.2012
მმართველი გუნდი ივანიშვილის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, არასერიოზულ ნაბიჯს უწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ქართულ სახელმწიფოსთნ ულტიმატუმის ენით საუბარი შეუძლებელია.
„საკონსტიტუცუიო ცვლილებები ივანიშვილს შესაძლოა, თამაშად მიაჩნია, ან შესაძლოა, მოსალოდნელი საარჩევნო ფიასკო მას ამ განცხადების გაკეთებისკენ უბიძგებს“ - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, თუ ივანიშვილს სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მას აღნიშნული ცვლილებები სრულ უფლებას აძლევს ჩაერთოს საარჩევნო დემოკრატიულ პროცესში, ხოლო თუ მას ამის სურვილი არა აქვს, ვერავინ აიძულებს.
ბიძინა ივანიშვლმა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს და სააკაშვილს მოუწოდა, აღნიშნულ ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.

დღეს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ბეჭდვა