დავით ჯალაღანია და სერგი კაპანაძე ავსტრალიის ელჩს შეხვდნენ
დავით ჯალაღანია და სერგი კაპანაძე ავსტრალიის ელჩს შეხვდნენ
19:33 22.05.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს საქართველოში ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან ბიგზი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე გამახვილდა.
საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, 2012 წლის განმავლობაში, მხარეებმა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებისა და ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ავსტრალიის ელჩს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იან ბიგზს დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეც შეხვდა.
მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

ბეჭდვა