საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს საქართველო-საუდის არაბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ საუდის არაბეთის სტუმრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა.
დავით ჯალაღანიამ დღეს ასევე, ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დანიელ აიალონსთან გამართა შეხვედრა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ასევე, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთკავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს.
ისრაელის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
