საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ იემენის დედაქალაქ სანაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
სამინისტროს განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს იემენის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, განსაკუთრებით, უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს იემენის მთავრობასა და მოსახლეობას, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
გუშინ იემენის დედაქალაქ სანაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ასამდე ადამიანი დაიღუპა და ორასზე მეტი დაშავდა.
