ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით არ ისარგებლებს
ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით არ ისარგებლებს
18:45 22.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით არ ისარგებლებს.

ამის შესახებ ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი. წერილი კოალიციის ლიდერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ივანიშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს, „ქართული ოცნების“ ლიდერი პირობას დებს, რომ აღნიშნული ცვლილებებით არ ისარგებლებს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებს.

„გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის. მირჩევნია კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში“- ნათქვამია ღია წერილში.

ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის ყველა კონსტიტუციურ გზას გამოიყენებს და ქართველი ხალხისთვის მიცემულ ყველა დანაპირებს შეასრულებს.

ივანიშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი, მისი გუნდის წევრები და მრჩევლები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბეჭდვა