"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას დენის ტარიფის 11 თეთრამდე შემცირებისკენ მოუწოდებს
"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას დენის ტარიფის 11 თეთრამდე შემცირებისკენ მოუწოდებს
14:49 21.02.2012
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღასრულოს პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი  (1-1/3/136 2002 წლის 30 დეკემბერი) და დენის ტარიფი თბილისში 11 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში 7 თეთრამდე დაიყვანოს.
როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ლეიბორისტების" მიერ მოგებული სარჩელის შედეგად, ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში მოქმედებდა ზემოაღნიშნული ტარიფები, რითაც მოსახლეობას 1,5 მილიარდი ლარი დაეზოგა. მათივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილების გაუქმებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
"მიხეილ სააკაშვილმა იგრძნო რა თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება, დაიწყო 20 ლარიანი წინასაარჩევნო ქრთამის დარიგება ვაუჩერების სახით. მსგავსი ფარისევლობისა და ხრიკების ნაცვლად მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს "ლეიბორისტული პარტიის" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი და დენის ტარიფი დაიყვანოს თბილისში 11 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში 7 თეთრამდე",-ნათქვამია "ლეიბორისტების" განცხადებაში.

ბეჭდვა