კუბლაშვილი - რომან დუმბაძის სამშობლოში გადმოსვენებაზე პრობლემა არ შეიქმნება
კუბლაშვილი - რომან დუმბაძის სამშობლოში გადმოსვენებაზე პრობლემა არ შეიქმნება
16:44 22.05.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვში მოკლული საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება.  ამის შესახებ კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„არა მგონია, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაზე რამე პრობლემა ჰქონდეს“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ ის ქართულ მხარეს დააბრალეს.
„მოსკოვის ცენტრში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთის სამართალდამცავებმა თვის თავზე უნდა აიღონ“–აღნიშნა დეპუტატმა.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუმბაძის მკვლელობაში, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურების კვალი იყოს.
ქართველი გენერალი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით გუშინ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მკლელობის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად მისი ყოფილი საქმიანობა სახელდება.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ბეჭდვა