„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია ხელისუფლებას მოღალატეობრივი პოლიტიკით მოსახლეობის ეკონომიკურ გენოციდში ადანაშაულებს.
ძაგანიას განცხადებით, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საბანკო სესხებით „ბორკილდადებული“ 68 ათასი თანამოქალაქე უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის მოლოდინშია.
„არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, პარტიაში რეფორმების სპეციალურ კომისიას ვქმნით, რომელიც დაადგენს რეალურ 3-4%-იან საკრედიტო განაკვეთს. უმწეოებისთვის, ინვალიდებისთვის, სტუდენტებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისთვის კრედიტი უფასო იქნება“-განაცხადა მან.
მისი განმარტებით, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში კრედიტით დაზარალებულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდი შეიქმნება, რომელშიც „ყაჩაღი ბანკირებისგან“ ჩამორთმეული თანხების აკუმულირება მოხდება.
