„თავისუფალი საქართველო“ 27 მაისს „ქართული ოცნების“ მანიფესტაციას არ დაესწრება
„თავისუფალი საქართველო“ 27 მაისს „ქართული ოცნების“ მანიფესტაციას არ დაესწრება
13:23 22.05.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“ 26 მაისს ერთი წლის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევისას გარდაცვლილთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრება.
ამის შესახებ დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ომანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
მისი თქმით, 27 მაისს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებას „თავისუფალი საქართველო“ არ დაესწრება.
„თუ კი ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ საჭიროა მაისის ამ დღეებში ოპოზიციური სპექტრი ერთიანად წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თავადაც გადაწყვეტს 26 მაისს სამების ტაძარში მოსვლას, „თავისუფალი საქართველო“ საკუთარ პოზიციას გადახედავს“ - აღნიშნა თენგიზ ომანიძემ.
27 მაისს თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ მანიფესტაციაა დაგეგმილი.

ბეჭდვა