პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ივნისის ბოლოს პარტიის კონგრესს ჩაატარებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თეთრებიდან“ აცნობეს, კონგრესამდე დაგეგმილია მოძრაობის ლიდერების ვიზიტი რეგიონებში.
მათი ინფორმაციით, შეხვედრები გორში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, მარტვილსა და ზუგდიდში გაიმართება.
ისინი მოსახლეობას „თეთრების“ სამოქმედო გეგმასა და პროგრამას გააცნობენ.
