სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს მომავალი სამიტისთვის საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს მომავალი სამიტისთვის საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს
10:43 22.05.2012
საქართველო ნატო-ს მომავალი სამიტისთვის დიდი შესაძლებლობები აქვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ განახცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თითქმის ყველა ლიდერმა საქართველოს პროგრესზე ისაუბრა.

„საქართველო პრაქტიკულად ჩვენი რეგიონიდან ამოვიყვანეთ და ბალკანეთის რეგიონში გადავსვით. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სამი ბალკანური ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება, ამ გაგებით ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია“ - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანების ლიდერები თანხმდებიან, რომ ნატო-ს შემდგომი სამიტი გაფართოების იქნება.

„ალბათ შემდგომი სამიტი 2014 წელს იქნება და ვფიქრობ, საქართველოს დიდი შესაძლებლები აქვს. ამაში ასე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ, როგორც ახლა. თუ ჩვენი პროგრესი გაგრძელდა მომავალი სამიტისთვის ჩვენ უმაგრეს ფორმაში ვიქნებით და უბრალოდ ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ იღებენ საქართველოს ნატო-ში“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბერი მუშაობაა საჭირო და მთავარ საფრთხედ ისევ რუსეთი რჩება.

„ვფიქრობ, ამ პერიოდში ჩვენი არაკეთილმოსურნის, გვარს არ დავასხელებ, მთავარი ინტერესი მომავალ სამიტამდე სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით, მათ შორის არჩევნების პერიოდში, საქართველოში სიტუაციის მაქსიმალურად არევა იქნება, მაგრამ ჩვენ წინა წლებში გაკვეთილი მივიღეთ. ქართველი ხალხი უკვე ძალიან გამოცდილი და გამობრძმედილია. ვიცით, რომ ერთსა და იმავე ნაღმს ფეხი ორჯერ არ უნდა დააბიჯო. ხრიკების კარგად ამოცნობა ვისწავლეთ. ასე რომ, ჩვენ პროგრესს გავაგრძელებთ“ -აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს სამიტის 28+13-ით ფორმატით პარტნიორებთან შეხვედრამდე, სასეიო დარბაზში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს გაესაუბრა.

ბეჭდვა