არაბეთის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია თბილისში დღეს შეხვედრებს იწყებს
არაბეთის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია თბილისში დღეს შეხვედრებს იწყებს
09:01 22.05.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები შეხვდებიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს.
დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით ჯალაღანიასთან და პრემიერ–მინისტრის მთავარ მრჩეველთან ვახტანგ ლეჟავასთან.
არაბეთის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია საქართველოს გუშინ საღამოს ეწვია.

ბეჭდვა