პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას ხვალ მესამე მოსმენით დაამტკიცებს
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას ხვალ მესამე მოსმენით დაამტკიცებს
19:51 21.05.2012
პარლამენტის პლენარული სხდომაზე ხვალ მესამე მოსმენით კონსტიტუციაში ცვლილებებს დაამტკიცებენ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე პირებს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.

ცვლილებათა პროექტი სხდომაზე დღის მეორე ნახევარში გავა, მანამდე კი, მას მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

ცვლილების თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.


ბეჭდვა