თონეები თვეში ფიქსირებულ 100 ლარს გადაიხდიან
თონეები თვეში ფიქსირებულ 100 ლარს გადაიხდიან
13:02 21.02.2012
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, თითო თონეზე ფიქსირებული გადასახადი - 100 ლარი იქნება.
ცვლილებების თანახმად, ფიქსირებული გადასახადის შემოღება ეტაპობრივად მოხდება. პირველი ეტაპი იქნება თონეებთან დაკავშირებით და თითო თონეზე თვეში 100 ლარი იქნება გადასახადი, შემდგომი ეტაპი კი სილამაზის სალონებს შეეხება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, თვითმმართველი ორგანოს წარდგინების საფუძველზე შესაძლებელია აღნიშნული გადასახადი შემცირდეს ან გაიზარდოს 50%–ით. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად გადაწყვეტილებას მიიღეებს როგორც თვითმმართველი ერთეული, ისე შემოსავლების სამსახური.
გია ხუროშვილის თქმით, მთავრობის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებს მაქსიმალურად გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირება მიაწოდონ.

ბეჭდვა