„ლეიბორისტები“ პირობას დებენ, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, საქართველო ნატო-ში არ შევა
„ლეიბორისტები“ პირობას დებენ, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, საქართველო ნატო-ში არ შევა
17:17 21.05.2012
„ლეიბორისტული პარტია“ პირობას დებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველო ნატოში და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში არ გაწევრიანდება.  ამის შესახებ დღეს პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემა - ტერიტორიების დაკარგვა, გეოპოლიტიკური სიძნელეები თუ ეკონომიკური სიდუხჭირე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის უპერსპექტივო სტარტეგიითაა გამოწვეულია.
მისი თქმით, ხელისუფლება ნატო-ში შესვლის პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძველს ანგრევს, რის გამოც საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკის მსხვერპლად და დაპირისპირებულ სახელმწიფოთა ბრძოლის არენადაა გადაქცეული.
ამასთან, „ლეიბორისტული პარტია“ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, ნატო-ში შეუსვლელობის დეკლარაციას ხელი მოაწერონ.

ბეჭდვა