აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზაფხულის სეზონს სიახლით იწყებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი პროდუქტისა და სერვისის განყოფილებაში შემუშავდა პროექტი, რომელიც ბათუმში 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქციების გამართვას გულისხმობს.
ტურიზმის კვირეულის ფარგლებში ბათუმი არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს - გაიმართება ფრანის ფესტივალი, ქუჩის სამგანზომილებიანი მხატვრობა, მოეწყობა მუზეუმები ღია ცის ქვეშ, ფრანისა და ბრეიკ დანსის ვორკშოფები, შემეცნებითი ტურები მოსწავლეებისათვის, სპორტული შეჯიბრებები, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, ველომარათონი და ა.შ
ტურიზმის კვირეული 3 ივნისს პიაცას მოედანზე დაიხურება, სადაც სპეციალური კოსტუმირებული წარმოდგენა, ჯაზ-ბენდის კონცერტი, სამეჯლისო ცეკვები და მოდის ჩვენება გაიმართება.
