კახა კუკავა საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობას რეალობად მიიჩნევს
კახა კუკავა საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობას რეალობად მიიჩნევს
15:53 21.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „სახალხო კრებაში“ შემავალ პარტიებთან საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობას რეალობად მიიჩნევს.

მისი თქმით, ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამერიკის საელჩოს მხრიდან არ იმართებიან, არჩევნებზე საარჩევნო ბლოკის სახით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.

„ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს არა მხოლოდ ერთი ღირებულების-პროამერიკული ფასეულობების ძალები, არამედ მას თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს. კონსულტაციები ამ საკითხზე ახალი არ არის და ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნა რეალურია“ - განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, იგი „სახალხო კრების“ გაფართოებულ შეხვედრაზე დაზარალებულის სტატუსით იმყოფება, რადგან 2011 წლის 26 მაისს მის მიმართაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

„სახალხო კრების“ გაფართოებული შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.

ბეჭდვა