"რედისონში" "ქართული ოცნების" პრეზენტაცია მიმდინარეობს
"რედისონში" "ქართული ოცნების" პრეზენტაცია მიმდინარეობს
12:36 21.02.2012
სასტუმრო "რედისონში" პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია მიმდინარეობს.  პოლიტიკურ კოალიციაში გაერთიანებული პარტიები თავად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
კოალიციაში გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი".
პრეზენტაციაზე ხელი მოეწერა ასევე პოლიტიკური კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას, რომელშიც საუბარია 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების აუცილებლობაზე.

ბეჭდვა