ევროსაბჭოს 122-ე მინისტერიალზე სერგი კაპანაძე წარადგენს
ევროსაბჭოს 122-ე მინისტერიალზე სერგი კაპანაძე წარადგენს
14:20 21.05.2012
სტრასბურგში ევროსაბჭოს 122-ე მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარადგენს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ვაშაკიძის განმარტებით, მინისტერიალის დღის წესრიგში კონსესუსის საფუძველზე საქართველოს საკითხიც იქნა შეტანილი, სახელწოდებით - „კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელისშემშლელი გარემოებების დაძლევა“.

ვაშაკიძის თქმით, ეს ფაქტი საშუალებას აძლევს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მინისტერიალის ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

ევროსაბჭოს 122-ე მინისტერიალზე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დიდი ბრიტანეთისგან ალბანეთს გადაეცემა. მინისტერიალი 23 მაისს იგეგმება.

ბეჭდვა