საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან“ აცნობეს, კომიტეტის სხდომას საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია დაესწრება.
მათი ინფორმაციით, დავითაია პარიზში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.
დავითაია კონფლიქტების თემაზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პარიზში მაისის ბოლოს გაიმართება.
