მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიჩიგანის პლაჟის ანალოგის მოწყობას გეგმავს
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიჩიგანის პლაჟის ანალოგის მოწყობას გეგმავს
10:36 21.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალ ზაფხულს ბათუმში ზღვის სანაპირო მიჩიგანის ტბის პლაჟის პრინციპით მოეწყობა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მიჩიგანის ტბასთან ველოსიპედით გაისეირნა.
მისი თქმით, ბათუმის ბულვარის სიდიდე 23 კილომეტრამდე გაიზრდება და ორ წელიწადში ისეთივე ინფრასტრუქტურა იქნება, როგორიც ჩიკაგოს ბულვარშია.
„ყველა ადგილიდან რაღაცის გადმოღებას ვცდილობთ. ჩიკაგოს აქვს მსოფლიოში ყველაზე გრძელი და საინტერესო ბულვარი. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ მეორეა ბათუმის ბულვარი. აქ არის ცათამბჯენები, ასევე, ხელოვნურად გააკეთეს ოქროს პლაჟი“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, მომავალი წლის ზაფხულში ბათუმს მიჩიგანზე კარგი პლაჟი ექნება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიჩიგანი მისი შთაგონების წყაროა. იგივე გაკეთდება ბათუმში, თუმცა, უფრო უკეთესად.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ბეჭდვა