შსს - საზღვრის დელიმიტაციამდე გარეჯში საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები დაუბრკოლებლად დაიშვებიან
შსს - საზღვრის დელიმიტაციამდე გარეჯში საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები დაუბრკოლებლად დაიშვებიან
09:48 21.05.2012
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე  როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება დაუბრკოლებლად მოხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული.

შსს-ს ცნობით, ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა საკითხის მოგვარება სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს დაავალეს, რომლებიც ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ.

„საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება რომ ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ბეჭდვა