თბილისს დღეს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრები ესტუმრებიან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ხვალ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესს აკაკი მინაშვილს შეხვდებიან.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვედრას გამართავენ მთავრობის კანცელარიაში, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარების და ეკონომიკის სამინისტროებში. შეხვდებიან თბილისის მერს გიგი უგულავასაც.
ამასთან, მეგობრობის ჯგუფის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობასაც გაეცნობიან და ფინანსთა სამინისტროს გაფორმების ეკონომიკურ ზონას „ლილო“-ს დაათვალიერებენ.
დელეგაცია აჭარის რეგიონსაც ესტუმრება. ვიზიტი კი, 28 მაისს დასრულდება.
