"ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს გაიმართება
"ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს გაიმართება
10:33 21.02.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.
ორგანიზაციის პრესმდივნის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტნიორებს თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ხელი მოეწერება ასევე ერთობლივ დეკლარაციას.
რაც შეეხება დამფუძნებელ ყრილობას, როგორც ცნობილია "ქართული ოცნება" პირველი ყრილობის ჩატარებას თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გეგმავს.

ბეჭდვა