ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში დღეს შეხვედრა გაიმართება
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში დღეს შეხვედრა გაიმართება
10:18 21.02.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში ხელმძღვანელობასა და რეგიონალური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება.  ინფორმაციას ამომრჩეველთა სიების დზუსტების უზრუნველყოფის კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრის მთავარი საკითხი კარდაკარის პროგრამა იქნება, რომელიც თითოეულ ოლქსა და უბანზე უნდა ჩატარდეს.
პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე რეგიონალური წარმომადგენლების ხელმძღვანელები კომისიის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს გაეცნობიან.

ბეჭდვა