ჯონდი ბაღათურია თანაპარტიელებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გაემგზავრა
ჯონდი ბაღათურია თანაპარტიელებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გაემგზავრა
12:50 19.05.2012
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია თანაპარტიელებთან და რელიგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გაემგზავრა.
როგორც „ნიუსპრესს“ ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, დავით გარეჯში ეკლესია-მონასტრების მოსალოცად და ვითარების ადგილზე შესასწავლად მიდიან.
„შეუძლებელია დავით გარეჯის დათმობა, მთელი ერი ფეხზე დადგება. შესაძლებელია ამ ყველაფრის უკან ფინანსური დაინტერესებაა, რადგან აზერბაიჯანმა საქართველოს მთავრობას 500 მლნ ლარი მისცა და ჯერ არვინ იცის, რაში იხარჯება ეს ფული. ჩვენ ეს ფული არ გვჭირდება, ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთოებების გაგრძელება“ - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ის აზერბაიჯანულ მხარეს საკითხის დიპლომატიური კუთხით მოგვარებას სთავაზობს.
ბაღათურია ადგილზე ჩასვლის შემდეგ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთანაც გეგმავს გასაუბრებას.

ბეჭდვა