სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი რეფორმა ხორციელდება, რომელიც ბრალდებულ არასრულწლოვანთა განათლებასა და რეაბილიტაციას შეეხება.
დღეს კონფერენცია სახელწოდებით "ახალი მიდგომები ბრალდებულ არასრულწლოვნებთან მიმართებაში გაიაზრე შეცდომა - დაიწყე თავიდან" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გახსნა.
კალმახელიძის განცხადებით ამ რეფორმის მთავარი მიზანია ბრალდებულმა არასრულწლოვნებმა შეძლონ განაგრძონ სწავლა და მაქსიმალურად მოახერხონ თავიანთი თავის რეალიზება.
რეფორმა ასევე ფსიქო-რეაბილიტაციას, ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფას, პროფესიული კურსებისა და სპორტული აქტივობების შეთავაზებასაც ითვალისწინებს.
