პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი თინა ხიდაშელი მელაძეების ოჯახთან დავის სასამართლოს გზით გადაწყვეტის მომხრეა.
მისი თქმით, შეურაცხყოფის და მსგავსი შემთხვევების შესახებ საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
„ქალბატონმა მელაძემ ბრძანა, რომ თურმე მას შვილის გატაცებით ემუქრებიან. მე ამაზე პასუხად ვთქვი, რომ ასეთ განცხადებებს ან დამტკიცება სჭირდება, ან ამორალურია მსგავსი თემებით სპეკულირება. თუკი როგორც ამბობს, შეურაცხყოფისთვის მიჩივლებს ეს ძალიან სასიამოვნო იქნება, რადგან მე იმ ადამიანთა კატეგორის ვეკუთვნი, ვინც მომხრეა სამართლებრივი გზით გაირჩეს დავები“-განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, როგორც 2006 წელს, ახლაც იცავს მელაძეების უფლებებს, რადგან მათ სახლი არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ თბილისის მერიამ დაუნგრია.
ხიდაშელის განმარტებით, მელაძეების სახლს ვერავინ დაანგრევდა, რომ არა მერიის ზედამხედველობის სამსახური.
„ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბულდოზერებზე ამხედრებული ზედამხედველობის სამსახური ანგრევდა თბილისში ყველაფერს, რაც თვალში არ მოსდიოდა გიგი უგულავას. ის სახლი დაანგრია და ხელყო თბილისის მერიამ და პასუხისმგებელიც ის არის“- განაცხადა ხიდაშელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ღონიძიებების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო, ბიძინა ივანიშვილს კი, არც მაშინ და არც დღეს არ ჰქონია იმის უფელბამოსილება, რომ ვინმეს საკუთრებას შეხებოდა.
ხიდაშლმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საქმეს მელაძე სტრაბურგის სასამართლოში საქართველოს მოუგებს, რათა ხელისუფლებამ ვინმეს საკუთრების ხელყოფა ვეღარ გაბედოს.
მოქალაქე ქეთი მელაძის თქმით, ოჯახს წყნეთის ხევში საკუთარი მეურნებობა და სახლი ჰქონდა. 2006 წლიდან ამ ტერიტორიით ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში შემავალი კომპანია ,,იუნიონი“ დაინტერესდა და ქონების გაყიდვის სანაცვლოდ, 10 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა, რაზეც, როგორც მელაძე აცხადებს, უარი თქვეს. ამის შემდეგ, საქმეში ხელისუფლება ჩაერთო და აღნიშნული ტერიტორია, რომელიც მელაძეებს გაფორმებული არ ჰქონდათ, მფლობელობაში კომპანია ,,იუნიონს“ გადაეცა.
