დავით ონოფრიშვილი ვაშინგტონში კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ონოფრიშვილი ვაშინგტონში კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
14:54 18.05.2012
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერი დავით ონოფრიშვილი ვაშინგტონში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფელი დემოკრატებიდან“ აცნობეს, ონოფრიშვილმა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში გამართა.
მათი ინფორმაციით, ის კონგრემენებს თეოდორ დოიჩს ფლორიდას შტატიდან და დანა რორაბახერს კალიფორნიიდან შეხვდა.
შეხვედრებზე საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს.
პარტიის ინფორმაციით, კონგრესმენების დაინტერესება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია. დაინტერესდნენ ასევე, ხელისუფლებისა და კონტროლის პალატის ქმედებებით.
საუბარი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერთა პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებსაც შეეხო.
ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში დაგეგმილია დავით ონოფრიშვილის სიტყვით გამოსვლა.



ბეჭდვა