„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი „საქართველოს რკინიგზის“ შესაძლო გაყიდვას საუკუნის დანაშაულად აფასებს.
როგორც შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის უკანასკნელი ფორპოსტი - „საქართველოს რკინიგზა“ ლონდონის ბირჟაზე გასაყიდად უკვე გატანილია.
მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ მისაკუთრებას სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია აპირებს, რომელიც რკინიგზას დღემდე არაფორმალურად კურირებს.
„ამ აფიორის განხორციელებას ოფშორულ ზონაში დარეგისტირებული კომპანიის მეშვეობით აპირებენ, რაც საუკუნის დანაშაულის ტოლფასია“ - აღნიშნა შტბერაშვილმა.
„ლეიბორისტები“ მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას აფრთხილებენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის რკინიგზა ჩამოერთმევათ.
