საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, ამ საკითხს დამატებით განიხილავენ. ამასთან, მუდმივ კოტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.
