გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
18:34 20.02.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - რენო სალენსს შეხვდა.  ამის შესახებ სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი იუწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე რენო სალენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
რენო სალენსმა ელჩის თანამდებობაზე ერიკ ფურნიე შეცვალა.

ბეჭდვა