ქართველი დეპუტატები დავით გარეჯში ვითარების შესასწავლად მიემგზავრებიან
ქართველი დეპუტატები დავით გარეჯში ვითარების შესასწავლად მიემგზავრებიან
09:14 18.05.2012
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებული ვითარების ადგილზე შესასწავლად და შემდეგ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, დეპუტატთა ნაწილი მონასტერს ეწვევა.
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” წევრები დავით გარეჯს დღეს ეწვევიან.
გარდა ამისა, ხვალ, პარლამენტარი, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გარეჯში პარტიის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავა.
როგორც ბარათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ცენტრალური ლავრის მოსალოცად გაემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე გეცნობიან.

ბეჭდვა