ქდმ "პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებული პირის" ტერმინის დაზუსტებას მოითხოვს
ქდმ "პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებული პირის" ტერმინის დაზუსტებას მოითხოვს
18:30 20.02.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატები" კანონში "პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებული პირის" ტერმინის დაზუსტებას მოითხოვენ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ,,ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მათ "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები მოამზადეს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის მიზანია მოხდეს ზემოაღნიშნული ტერმინის განმარტება.
"მიგვაჩინია, რომ შეზღუდვა მხოლოდ იმ ორგანიზაციებს უნდა შეეხოს, რომლის დამფუძნებლები ან ბენეფიციარებიც არიან გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე პირები. შესაბამისად, კანონიდან უნდა ამოვიდეს ზოგადი განმარტებები" – განაცხადა ვეფხვაძემ.
"მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებიც ითხოვენ.

ბეჭდვა