ნინო კალანდაძე საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა
ნინო კალანდაძე საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა
19:39 17.05.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ვიზიტების შესახებაც იმსჯელეს.

ბეჭდვა