ბაჩუკი ქარდავა - ქართული ტაძრების დაცვა და პატრონობა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს
ბაჩუკი ქარდავა - ქართული ტაძრების დაცვა და პატრონობა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს
18:44 17.05.2012
„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ ქართული მართლმადიდებლური ტაძრების დაცვასა და პატორონობას ხელისუფლების მთავარ ამოცანად მიიჩნევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ედპ“-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სულიერი და კულტურული მნიშვნელობა ძალიან დიდია და მის გარშემო არსებული პრობლემა ერთადერთი - ეროვნულ-სახელწმიფოებრივი ინტერესიდან უნდა განიხილებოდეს.
„ეროვნულ-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ სახელწმიფოს მხრიდან ქართული მართლმადიდებლური ტაძრების დაცვა-პატორონობა და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი დავის გონივრულად გადაწყვეტა, დღეს ქვეყნის ხელსიუფლების მთავარი ამოცანაა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ისტორიულ და მორალურ პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს, ქართული საზოგადოების თითოეულ წევრს“- ნათქვამია განცხადებაში.
„ედპ“-ში მიაჩნიათ, რომ მსგავს მნიშვნელოვან, სულიერი ღირებულების მქონე საკითხში ხელისუფლება, ოპოზიცია და მთლიანობაში ქართული საზოგადოება ერთსულოვანი უნდა იყოს.
ქარდავას განცხადებით, აზერბაიჯანთან არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობა იმის იმედს იძლვეა, რომ ხელისუფლების პრინციპულობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, უფრო ინტენსიური გახდეს და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დასრულდეს.

ბეჭდვა